აზერბაიჯანი ჩინეთიდან ევროპაში ტვირთების გადაზიდვაში თავის წილს ზრდის

წყარო: report.az

აზერბაიჯანი ჩინეთიდან ევროპაში ტვირთების გადაზიდვაში თავის წილს ზრდის
მიმდინარე წლიდან კასპიის ზღვის გასწვრივ ჩინეთი-ევროპის მეორე მარშრუტის სეგმენტზე — ბაქო-თურქმენბაში-ბაქოს მიმართულებით გემებისა და რეისების რაოდენობა ორამდე გაიზრდება. ექსპერტი ეკონომისტები ამას ჩინეთიდან ევროპაში ტვირთების გადაზიდვაში აზერბაიჯანის წილის ზრდად მიიჩნევენ.

Report-ისთვის მიცემულ განცხადებაში, მილი მეჯლისის ეკონომიკური პოლიტიკის, მრეწველობისა და მეწარმეობის კომიტეტის წევრმა ვუგარ ბაირამოვმა განაცხადა, რომ ბაქოსა და თურქმენბაშის შორის გემებისა და რეისების რაოდენობის ზრდა პირველ რიგში გაზრდის ვაჭრობას ორ ქვეყანას შორის: «ბოლო პერიოდში აზერბაიჯანსა და თურქმენეთს შორის ეკონომიკური კავშირების გაფართოება მოხდა. ქვეყნებს შორის ერთობლივი პროექტები ხორციელდება.»

ტრანსპორტის ექსპერტი რაუფ აგამირზოევი მიიჩნევს, რომ ბაქოსა და თურქმენბაშს შორის გადაზიდვის კავშირების გაძლიერება მიზნად ისახავს სატრანსპორტო მარშრუტის «აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი-ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთი-თურქმენეთი-აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთი-ევროპა»განვითარებას.