წყარო: parliament.ge
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ჭოუ ციენს შეხვდა.
შალვა პაპუაშვილმა ჭოუ ციენს ელჩად დანიშვნა მიულოცა და საქმიანობაში წარმატება უსურვა მხარეებმა აღნიშნეს, რომ ბოლო წლებში საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის თანამშრომლობა დინამიკურად ვითარდება.
პარლამენტის თავმჯდომარემ მადლიერება გამოხატა ჩინეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის და „ერთი ჩინეთის“ პოლიტიკისადმი საქართველოს მხარდაჭერა დაადასტურა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მიმდინარე წელს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30-ე წლისთავი შესრულდა.
მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოხატეს.
შეხვედრაში მონაწილეობა საქართველოს პარლამენტის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, გიორგი ამილახვარმა მიიღო.