წყარო: ge.china-embassy.gov.cn
2022 წლის 21 ივნისს, ჩინეთის ელჩმა ჭოუ ციენმა საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარესა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან გიორგი ამილახვართან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30-ე წლისთავის მნიშვნელობას ხაზი გაუსვეს და საპარლამენტთაშორისო და განათლების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.