ჩინეთის ელჩი საქართველოში ჭოუ ციენი საქართველოს საპარტნიორო ფონდის თავმჯდომარეს საგანელიძეს შეხვდა

წყარო: ge.china-embassy.gov.cn

2022 წლის 21 ივნისს, ჩინეთის ელჩმა ჭოუ ციენმა საქართველო-ჩინეთის მთავრობათაშორისი სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის თანათავმჯდომარეს და „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელ დირექტორთან დავით საგანელიძესთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მხარეებმა „სარტყლისა და გზის“ ინიციატივის ფარგლებში ეკონომიკის, ვაჭრობის და ინვესტიციების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საელჩოს მრჩეველი სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებში ჭაო ჩუანი და „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე გიორგი ხელაია.