ჩინეთის LONGi აზერბაიჯანში მზის ელექტროსადგურისთვის პანელების მიწოდებას აპირებს

წყარო: report.az

ჩინური მწარმოებელი LONGi მზის პანელებს 230 მეგავატიანი მზის ელექტროსადგურისთვის მიაწვდის, რომელსაც ბაქოს გარადაღის რაიონში არაბეთის გაერთიანებული საემიროების კომპანია Masdar-ი აშენებს.

14 ივნისს LONGi-მ და Masdar-მა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას აბუ დაბიში, ქალაქ მასდარში მზის ფოტოელექტრონული (PV) მოდულების მიწოდების შესახებ.

ეს იქნება პირველი მზის ელექტროსადგური სამრეწველო მასშტაბით აზერბაიჯანში.

პროექტი მდებარეობს ელეთის დასახლების ჩრდილო-დასავლეთით ცხრა კილომეტრში და ხელს შეუწყობს ყოველწლიურად ნახევარი მილიარდი კილოვატ საათის ელექტროენერგიის გამომუშავებას. ეს საკმარისი იქნება წელიწადში 110,000-ზე მეტი სახლის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.