წყარო: apa.az
მიმდინარე წლიდან ნახიჩევანის საავტომობილო ქარხანა ჩინური ბრენდის პიკაპებისა და ელექტრომობილების აწყობას დაიწყებს.
ამის შესახებ განაცხადა “Cahan Holdinq”-ის გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ფარჰად ჰუსეინოვმა.
მისივე თქმით, მიმდინარე წლის სექტემბრიდან ქარხანა პირველად დაიწყებს ბრენდ «ZX Avto»-ს პიკაპების აწყობას. მანქანის ნაწილები ძირითადად ჩინეთიდან იქნება შემოტანილი.
“თუ კომპანია დაამტკიცებს, მაშინ სუმგაიტის ქარხნებში წარმოებული სათადარიგო ნაწილები ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას პიკაპების აწყობაში”, — თქვა მან.
მან აღნიშნა, რომ წელიწადში 300-400 “ZX Avto” პიკაპის შეკრება იგეგმება.
ნახიჩევანის საავტომობილო ქარხანაში ელექტრომობილების წარმოებასთან დაკავშირებით ფ.ჰუსეინოვმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანში ასლის სახით უკვე შემოტანილია 7-8 ჩინური მარკის ავტომობილები. მაგრამ ბრენდი, რომელიც წარმოებული იქნება, ჯერ არ არის დამტკიცებული: “ელექტრომობილების ბრენდის არჩევის შემდეგ, საწყის ეტაპზე 40-50 ერთეული ელექტრომობილის აწყობა იგეგმება.”
აღსანიშნავია, რომ ადრე ნახიჩევანის საავტომობილო ქარხანა ჩინური ბრენდის Lifan-ის მანქანებს აწყობდა.