ჩინეთის ელჩმა საქართველოში ჭოუ ციენმა საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

წყარო: ge.china-embassy.gov.cn

2022 წლის 3 ივნისს ჩინეთის ელჩმა საქართველოში ჭოუ ციენმა საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა.

ელჩმა ჭოუ ციენმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტის სი ძინპინის გულწრფელი მისალმებები და კეთილი სურვილები გადასცა და აღნიშნა, რომ ჩინეთსა და საქართველოს დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს. მან აღნიშნა, რომ ჩინური მხარე მზად არის ქართულ მხარესთან ერთად იმუშაოს ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის აქტიური განვითარებისა და ორ ხალხს შორის ურთიერთგაგებისა და მეგობრობის მუდმივი განმტკიცებისთვის. ელჩი ჭოუ მზადაა აქტიურად შეასრულოს თავისი მოვალეობები ამ მნიშვნელოვან პოსტზე და ყველა ღონეს გამოიყენებს ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის.

პრეზიდენტი ზურაბიშვილი ახალ თანამდებობაზე ელჩ ჭოუს მიესალმა და პრეზიდენტ სი ძინპინს გულითადი მისალმებისთვის მადლობა გადაუხადა. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჩინეთ-ქართულ ურთიერთობებს და მზად არის გააერთიანოს ძალისხმევა სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებისა და უფრო ნაყოფიერი შედეგების მისაღწევად. მისმა აღმატებულებამ ასევე გამოთქვა მზადყოფნა საკუთარი სახელით და საქართველოს მთავრობის სახელით, მტკიცე მხარდაჭერა და დახმარება აღმოუჩინოს ელჩ ჭოუს თავისი მოვალეობების შესრულებაში.