წყარო: armenpress.am
სომხეთისა და ჩინეთის სათხილამურო ფედერაციები თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ სომხეთის სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტმა გაგიკ სარგსიანმა «არმენპრესთან»ინტერვიუში განაცხადა. «ჩინეთი მალე გახდება ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სათხილამურო ქვეყანა და ჩვენ ვითანამშრომლებთ. საერთაშორისო კონგრესის ფარგლებში, ჩინეთის სათხილამურო ფედერაციასთან თანამშრომლობის მემორანდუმი გავაფორმეთ», — განაცხადა გაგიკ სარგსიანმა.
სექტემბერში სომხეთში ჩამოვა სათხილამურო საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი იოჰან ელიაში.
«საერთაშორისო ფედერაციის ახალმა პრეზიდენტმა რეფორმების ახალი ეტაპი დაიწყო, ჩვენ მათ მხარდაჭერა გამოვუცხადეთ. ჩვენც წარვადგინეთ ჩვენი რეფორმების პაკეტი. საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის სახელი შეიცვალა და გახდა საერთაშორისო სათხილამურო და სნოუბორდის ფედერაცია. ამის საფუძველზე სომხეთის ფედერაციას სახელწოდებას ვუწოდებთ სომხეთის სათხილამურო და სნოუბორდის ფედერაციას“, — განაცხადა ფედერაციის პრეზიდენტმა.
სარგსიანის თქმით, ამიერიდან ქალთა და კაცთა შეჯიბრში დისტანციები თანაბარი იქნება. ეს არის საერთაშორისო ფედერაციის ახალი გადაწყვეტილება.
უახლოეს მომავალში სომხეთში ჩამოვლენ ბელორუსი მოთხილამურეები და სნოუბორდისტები, რომლებიც საწვრთნელ ბანაკებს წაღკაძორში ან აშოცქში გამართავენ.
შვედი იოჰან ელიაში ხელახლა აირჩიეს სათხილამურო საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტად. მხოლოდ ერთი კანდიდატი იყო წარდგენილი. სომხეთმა მხარი დაუჭირა.