სომხეთი და ჩინეთი დისტანციურ ზონდირებაში ითანამშრომლებენ

წყარო: armenpress.am

სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სამეცნიერო კომიტეტმა, სომხეთის რესპუბლიკის მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დედამიწის სატელიტური ზონდირების ცენტრმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს «სატელიტური გამოსახულების სფეროში თანამშრომლობის შესახებ». დოკუმენტს ხელი მოაწერეს სამეცნიერო კომიტეტის თავმჯდომარემ სარქის ჰაიოტსიანმა, ჩინური ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ვანგ ქვანმა და სომხეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა აშოტ საღიანმა.

მემორანდუმის მიზანია სომხურ-ჩინური სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარება დედამიწის თანამგზავრული დისტანციური ზონდირების მონაცემთა და ტექნოლოგიების გამოყენების სფეროში.

თანამშრომლობის ფარგლებში, ჩინური მხარე სომხეთის ბუნებრივი რესურსების სატელიტური დისტანციური ზონდირების შედეგად მიღებულ მონაცემებს უფასოდ მიაწვდის სომხურ მხარეს. სომეხი და ჩინელი სპეციალისტები ერთად იმუშავებენ შემდეგ სფეროებში: მაღალი გარჩევადობის დისტანციური ზონდირების მონაცემთა განვითარება, ერთობლივი გაზომვები და პროდუქტის ტესტირება, 1:25,000 და 1:50,000 მასშტაბის გეოსივრცითი საინფორმაციო პროდუქტების შექმნა სომხეთის ბუნებრივი რესურსების სატელიტური სურათების საფუძველზე და ა.შ.