რიგით მეოთხე თბილისის ფორუმი «სარტყელი და გზა» გაიმართება, — ამის შესახებ საქართველოს ელჩმა ჩინეთში განაცხადა

წყარო: fangtan.china.com.cn

26 მაისს საქართველოს ელჩმა ჩინეთში არჩილ კალანდიამ ინტერვიუ მისცა ჩინურ სახელმწიფო ვებპორტალ China.org.cn-ს.

ინტერვიუს დროს კალანდიამ განაცხადა, რომ წელს იგეგმება თბილისის ფორუმის «სარტყელი და გზის» ორგანიზება — «სადაც ჩვენს პარტნიორებთან, ასევე ჩინეთიდან ჩამოსულ მეგობრებთან ერთად მოხდება საკითხების განხილვა.» მისივე თქმით, საქართველო ერთადერთი ქვეყანა იყო ჩინეთის ფარგლებს გარეთ, რომელმაც «სარტყელისა და გზის» ფორუმი მოაწყო. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 2015 წელს თბილისის ფორუმი «სარტყელი და გზა»მოვაწყვეთ. ჩვენ ჩავატარეთ სამი ფორუმი — 2015, 2017 და 2019 წლებში.»

ელჩის თქმით, საქართველო აქტიურად მონაწილეობს «სარტყელისა და გზის» ინიციატივაში -» საქართველო პოზიციონირებს, როგორც სატრანზიტო და სავაჭრო ჰაბი რეგიონში. და ამ მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანია ამ გლობალურ ინიციატივაში უფრო ეფექტური როლის შესრულება.» მან ასევე აღნიშნა, რომ ისინი ძალიან აქტიურად მუშაობენ ჩინელ კოლეგებთან, NDRC-სთან (ჩინეთის განვითარების და რეფორმების ეროვნული კომისია), რათა გააძლიერონ და გააღრმავონ თანამშრომლობა «სარტყლისა და გზის» ინიციატივის ფარგლებში.

ჟურნალისტმა კალანდიას უთხრა, რომ ამ ინიციატივის «ზოგიერთი ქვეყნის» მხრიდან «გარკვეული გაუგებრობაა» და ელჩს ჰკითხა, როგორ აფასებს სარტყლისა და გზის ინიციატივას და რა მოუტანა მან საქართველოს, ჩინეთსა და ევრაზიას.

«ნებისმიერი სახის თანამშრომლობას სტაბილურობა და მშვიდობა მოაქვს. და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩართული ვიყოთ რეგიონულ და გლობალურ პროექტებში. ამიტომ, სარტყელისა და გზის ინიციატივა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოვიყენოთ ჩვენი სატრანსპორტო, სატრანზიტო და ლოგისტიკური პოტენციალი. ასე რომ, ნებისმიერი სახის თანამშრომლობას მოაქვს წარმატება, მშვიდობა, სტაბილურობა და შესაძლებლობები ახალი თაობისთვის, იცხოვროს და იმუშაოს თანამედროვე საზოგადოებაში.

სხვა თემებზე საუბრისას მან ასევე აღნიშნა, რომ ჩინეთსა და საქართველოს ჯერ კიდევ აქვთ თანამშრომლობის გაღრმავებისა და გაძლიერების დიდი შესაძლებლობები. ამასთან დაკავშირებით მან ტურიზმის სექტორი, კულტურის საკითხები და საგანმანათლებლო სფერო ახსენა:

«ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ჩინეთის განათლების სამინისტროსთან, რათა გავზარდოთ სტიპენდიები ქართველი სტუდენტებისთვის.» ის იმედოვნებს, რომ უფრო მეტ ქართველს ექნება შესაძლებლობა, შეისწავლოს პროფესიები ჩინეთში და «გაეცნოს ინოვაციებს, მაღალ ტექნოლოგიებს…».

ინტერვიუს დროს არჩილ კალანდიამ ასევე აღნიშნა, რომ» ჩინური მახასიათებლების მქონე სოციალიზმმა «დაამტკიცა» თავისი კონკრეტული შედეგები» და «ჩინეთი გახდა გლობალური მნიშვნელობის ქვეყანა.» ელჩმა აღნიშნა, რომ რეფორმისა და ღიაობის პოლიტიკამ ჩინელ ხალხს განვითარების, მოპოვებისა და კონკრეტული შედეგების მიღწევის მეტი შესაძლებლობა მისცა. ბევრმა ქვეყანამ უნდა ისწავლოს «ჩინეთისგან», — ხაზგასმით აღნიშნა მან.