წყარო: 1lurer.am
სომხურ-ჩინურ ურთიერთობებს ორი ათასი წლის ისტორია აქვს․
ჩინეთის ელჩი სომხეთში ფან იუგნი არაგაწოტნის რეგიონს ეწვია. ჩინეთის საელჩო სომხეთში იწყებს ახალ პროგრამას, რომელიც მიზნად ისახავს პროგრესს რეგიონული განვითარების, განათლების, ტურიზმის, ვაჭრობისა და ბიზნესის სფეროებში, რომელიც არაგაწოტნში იწყება.არაგაწოტნის სამხარეო ადმინისტრაციის (მარზპეტარანი)ინფორმაციით, ამ დღესთან დაკავშირებით ჩინეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სომხეთში ფან იუგნი გაცნობითი ვიზიტით არაგაწოტნის რეგიონში იმყოფება. არაგაწოტნის სამხარეო ადმინისტრაციაში ელჩი რეგიონის გუბერნატორმა სერგეი მოვსისიანმა მიიღო. ეს იყო უპრეცედენტო შეხვედრა․ რეგიონის ადმინისტრაციამ თავისი საქმიანობის ისტორიაში პირველად მიიღო ჩინეთის ელჩი. გენერალური მდივნის ჰრაჩია გორგიანის, მრჩევლის არმენ გრიგორიანის, განვითარების პროგრამების დეპარტამენტის, ანალიზის, ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელის გაგიკ პოღოსიანის მონაწილეობით გუბერნატორმა ჩინეთის დელეგაციას რეგიონის ეკონომიკური, ტურისტული, საგანმანათლებლო და კულტურული პოტენციალი წარუდგინა.
თავის მხრივ, ჩინეთის ელჩმა სომხურ-ჩინური ურთიერთობების გაღრმავებით დაინტერესება გამოხატა და აღნიშნა, რომ ჩინურ-სომხურ ურთიერთობებს მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს:
-«ჩინეთმა და სომხეთმა დაახლოებით 2000 წლის განმავლობაში შეინარჩუნეს მეგობრული ურთიერთობები, ორ ხალხს შორის არასოდეს ყოფილა მტრობა ან აჯანყება. ჩვენ ვცდილობთ გავაფართოვოთ ჩვენი თანამშრომლობა», — თქვა ფან იუნგმა. მისივე თქმით, იდგმება ნაბიჯები სომეხი ხალხის ცნობიერების ასამაღლებლად ჩინეთის ისტორიისა და კულტურის შესახებ, ასევე იგეგმება პირდაპირი რეისების გახსნა სომხეთიდან ჩინეთის მიმართულებით. ელჩმა განსაკუთრებული ინტერესი გამოხატა ზოგიერთი სომხური საქონლის ექსპორტთან დაკავშირებით. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი პროდუქტია ღვინო, რომლის წარმოებაშიც არაგაწოტნი სომხეთის წამყვანი რეგიონია.
შეხვედრის მეორე ნაწილი განათლების სექტორის წარმომადგენლებთან შედგა. შეხვედრაზე ელჩმა აღნიშნა საგანმანათლებლო და კულტურულ სფეროებში სომხურ-ჩინური ურთიერთობების დაახლოებისკენ მიმართული ღონისძიებების ორგანიზების მნიშვნელობა და იმედი გამოთქვა, რომ ისინი უახლოეს მომავალში გაიმართება და საელჩოს მიერ წამოწყებული ახალი პროგრამის ნაწილი გახდება.
ელჩმა პედაგოგების შეკითხვებს უპასუხა. ჩინეთის დელეგაციასა და არაგაწოტნის რეგიონის ხელმძღვანელობას შორის მიღწეული იქნა შეთანხმება ახალი შეხვედრის შესახებ, რათა განიხილონ თანამშრომლობის კონკრეტული წინადადებები. ელჩის მოწვევით, მომდევნო შეხვედრა სომხეთში ჩინეთის საელჩოშია დაგეგმილი.