წყარო: china.mfa.gov.ge
2022 წლის 20 აპრილს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩი, არჩილ კალანდია მონაწილეობდა პეკინის ენისა და კულტურის უნივერსიტეტში გამართულ ფორუმზე «International Chinese Language Educational Forum”.
სიტყვით გამოსვლის დროს, ელჩმა ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და ჩინეთს შორის განათლების სფეროში თანამშრომლობის ინტენსიფიკაციაზე. ამ კონტექსტში, არჩილ კალანდიამ აღნიშნა, რომ პოსტ-პანდემიურ პერიოდში ქართველ სტუდენტებს უნდა ჰქონდეთ უფრო მეტი შესაძლებლობები ჩინეთის წამყვან უნივერსიტეტებში, არა მარტო ენისა და კულტურის შესწავლის კუთხით, არამედ თანამედროვე მსოფლიოში მოთხოვნადი სპეციალობების დაუფლების მიმართულებითაც, მათ შორის მაღალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროში.
ფორუმს ესწრებოდნენ ჩინეთის განათლების სამინისტროს, ასევე სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების ხელმძღვანელები და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.