წყარო: armenpress.am
სომხეთის რესპუბლიკასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავთან დაკავშირებით სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ვაჰაგნ ხაჩატურიანმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტს სი ჯინპინს მილოცვა გაუგზავნა.
პრეზიდენტის გზავნილში ნათქვამია:
«სომხურ-ჩინურ მეგობრობას საფუძველი ჩაეყარა დიდი აბრეშუმის გზის ისტორიულ პერიოდში, როდესაც ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთპატივისცემისა და ნდობის საფუძველზე მჭიდრო კულტურული და სავაჭრო თანამშრომლობა განვითარდა.
სამი ათეული წლის წინ, ამ ისტორიულ დღეს, სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარებით, ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა ახალ ეპოქაში შევიდა.
აღსანიშნავია, რომ ვითარდება ტრადიციულად ჩამოყალიბებული მეგობრულ-პარტნიორული ურთიერთობები.
გასული წლების განმავლობაში, ჩვენ მივაღწიეთ მნიშვნელოვან შედეგებს ორმხრივი თანამშრომლობის თითქმის ყველა სფეროში: სოციალური, პოლიტიკური, სავაჭრო და ეკონომიკური, თავდაცვისა და ჰუმანიტარული.
მზად ვარ, თქვენთან ერთად ყველა საჭირო ძალისხმევა მოვახმარო სომხეთსა და ჩინეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობის განვითარებას ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ.»