ნიკოლ ფაშინიანმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარესა და პრემიერ-მინისტრს მილოცვა გაუგზავნა

წყარო: armenpress.am

სომხეთის რესპუბლიკასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტს სი ძინპინს და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერს ლი კეჩიანს მისალოცი შეტყობინებები გაუგზავნა.

სი ძინპინისთვის გაგზავნილ შეტყობინებაში ნათქვამია:

„თქვენო აღმატებულებავ!

გულით გილოცავთ სომხეთის რესპუბლიკასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეს!

სომხურ-ჩინურ მეგობრულ ურთიერთობებს დიდი ისტორია აქვს და ურთიერთნდობითა და დიდი პატივისცემით გამოირჩევა. სომხეთსა და ჩინეთს შორის მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგი მიმდინარეობს და ძლიერდება თანამშრომლობა საერთაშორისო და რეგიონულ საკითხებზე, მათ შორის მრავალმხრივ პლატფორმებზე. ამ სამი ათწლეულის განმავლობაში ჩვენმა ქვეყნებმა მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწიეს ვაჭრობის, ეკონომიკის, განვითარების, უსაფრთხოების, კულტურის, განათლების, მეცნიერების და სხვა სფეროებში თანამშრომლობით, განამტკიცეს მეგობრობა სომეხ და ჩინელ ხალხებს შორის, გააღრმავეს ურთიერთგაგება და აღიარება. სომხეთის მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სომხურ-ჩინურ ურთიერთობებს, მისი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს შორის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან მრავალმხრივი თანამშრომლობის განვითარებას განიხილავს.

მინდა მადლიერება გამოვხატო ჩინეთის მთავრობის მიერ წლების განმავლობაში სომხეთის განვითარებისთვის გაწეული დახმარებისთვის, რამაც მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარებას შეუწყო ხელი.

გამოვთქვამ მზადყოფნას, თქვენთან ერთად ყველა ღონე ვიხმარო სომხურ-ჩინურ ურთიერთობებში ახალი წარმატებების მისაღწევად.

გისურვებთ ჯანმრთელობას და შემდგომ წარმატებებს, ხოლო მეგობარ ჩინელ ხალხს კეთილდღეობასა და მშვიდობას!”

ლი კეჩიანგისთვის გაგზავნილ შეტყობინებაში ნათქვამია:

«თქვენო აღმატებულებავ!

გულითადად გილოცავთ სომხეთის რესპუბლიკასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავს!

სომხურ-ჩინური ტრადიციული მეგობრული ურთიერთობები საუკუნეებს უბრუნდება, რომელსაც ურთიერთნდობისა და პატივისცემის მყარი საფუძველი აქვს.სამი ათეული წლის წინ, სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარებამ საშუალება მისცა ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს განევითარებინათ და გაემყარებინათ ურთიერთქმედება სხვადასხვა სფეროში.

სომხეთი დიდად აფასებს ჩვენს ქვეყნებს შორის პოლიტიკურ დიალოგს და ჩინეთთან პარტნიორობის გაფართოებას როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატში.

სომხეთ-ჩინეთის ურთიერთობების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ეკონომიკური თანამშრომლობა, რომლის გაფართოებასაც მაქსიმალურად ვცდილობთ. ამ მხრივ, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ სომხეთის მონაწილეობას «ერთი სარტყელი და ერთი გზის» ინიციატივაში, რომელიც რეგიონში განვითარების ახალ შესაძლებლობებს ქმნის.

ჩინეთი მთელი ამ წლების განმავლობაში სომხეთის გვერდით იყო, ახორციელებდა სამთავრობო საგრანტო დახმარების პროგრამებს. ურთიერთდახმარების ერთ-ერთი უახლესი მაგალითია COVID-19 პანდემიის წინააღმდეგ საერთო ბრძოლა. ამ მნიშვნელოვან იუბილესთან დაკავშირებით, მინდა გამოვთქვა მზადყოფნა თქვენთან ერთად ვიმუშაოთ სომხურ-ჩინური ურთიერთობების ახალ დონეზე ასაყვანად.

გისურვებთ ჯანმრთელობას და შემდგომ წარმატებებს, ხოლო მეგობარ ჩინელ ხალხს კეთილდღეობასა და მშვიდობას!”