ჩინეთის ელჩი სომხეთის პრეზიდენტს შეხვდა

წყარო: am.china-embassy.org

სომხეთის პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატურიანი სომხეთში ჩინეთის ელჩს ფან იუნს შეხვდა.
ფან იუნმა პრეზიდენტ ხაჩატურიანს თანამდებობის დაკავება მიულოცა და «სომხურ-ჩინური ურთიერთობების განმტკიცებისა და გაღრმავების საკეთილდღეოდ ნაყოფიერი მუშაობა» უსურვა.
ხაჩატურიანი და ელჩი ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგს, თანამშრომლობის «პერსპექტიულ სფეროებს» და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობებს შეეხო.