სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით ჩინეთის პრემიერ ლი კეჩიანს სამძიმარი გაგზავნა

წყარო: armenpress.am

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ჩინეთის პრემიერ-მინისტრ ლი კეჩიანს გუანსის პროვინციაში მომხდარ ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით სამძიმრის დეპეშა გაუგზავნა.
დეპეშაში ნათქვამია: «სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით და ჩემი სახელით, მე ვუსამძიმრებ თქვენ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას და მეგობარ ჩინელ ხალხს გუანსის პროვინციაში ჩინეთის ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო.

დაზარალებულთა ოჯახებს, ნათესავებს გამძლეობას და მოთმინებას ვუსურვებ.»