ფარიდ გაიბოვი ჩინეთის სპორტის მინისტრის მოადგილეს შეხვდა

წყარო: oxu.az

აზერბაიჯანის სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის ფარიდ გაიბოვის სამდღიანი ვიზიტი ჩინეთში დღეს დასრულდება.

ვიზიტის ფარგლებში ის პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე სპორტის სხვადასხვა სახეობაში გამართულ შეჯიბრებებს ადევნებდა თვალს, ასევე ოლიმპიადაზე აზერბაიჯანის წარმომადგენელ სპორტსმენებს ვლადიმერ ლიტვინცევს და ეკატერინა რიაბოვას შეხვდა.

ფ.გაიბოვმა შეხვედრა გამართა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპორტის მინისტრის მოადგილესთან, ჩინეთის ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტ ლი იინჩუანთან, რომელზეც განიხილეს ორ ქვეყანას შორის სპორტის სფეროში თანამშრომლობისა და ზამთრის ოლიმპიური თამაშების ორგანიზების საკითხები.შეხვედრაში დელეგაციის ხელმძღვანელმა, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ანარ ბაგიროვმაც მიიღო მონაწილეობა.

ფ. გაიბოვი ქვეყანაში დაბრუნდება აზერბაიჯანელი მოციგურავე ე. რიაბოვას გამოსვლის შემდეგ.