საქართველოს ელჩი ჩინეთში: პეკინში ზამთრის ოლიმპიური თამაშები ჩინური მხარის ძალისხმევის წყალობით დიდი წარმატებით ჩატარდება

წყარო: fangtan.china.com.cn

— როგორია თქვენი მოლოდინები ჩინეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების მომავალთან დაკავშირებით?

— საქართველო და ჩინეთი ყოველთვის იყვნენ ორმხრივად საიმედო პარტნიორები და ძლიერი მეგობრები.მოხარული ვარ აღვნიშნო, რომ წელს აღინიშნება საქართველოსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავი.ჩვენი ორი ქვეყანა აგრძელებს პროგრესს ორმხრივ და მრავალმხრივ თანამშრომლობაში.მიხარია, რომ ჩინეთის ბაზარზე სულ უფრო მეტი ქართული კომპანია შემოდის. ამავდროულად, აქტიურად ვმონაწილეობთ «ერთი ქამარი და ერთი გზა» ინიციატივაში. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ორი ქვეყანა გააძლიერებს და გააღრმავებს ჩვენს თანამშრომლობას ბევრ სფეროში, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობაში. წელს ჩვენ ასევე ვგეგმავთ უამრავ ღონისძიებას, განსაკუთრებით კულტურულ ღონისძიებებსა და მიღებებს, ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავის საპატივცემულოდ.

-საქართველო ღვინის სამშობლოა. ძალიან მოხარული ვარ, რომ ქართული ღვინო სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება ჩინეთის ბაზარზე. ქართველებისთვის ღვინო კულტურისა და იდენტობის მნიშვნელოვანი ნაწილია და ამ თვალსაზრისით, მეც მიხარია, რომ ჩვენი ჩინელი მეგობრები ქართული კულტურის ნაწილი გახდნენ. გარდა ამისა, გაღრმავდება გაცვლა და თანამშრომლობა ჩვენს ორ ქვეყანას შორის კულტურისა და განათლების სფეროში. სამომავლოდ, ჩვენ კიდევ უფრო გავაფართოვებთ თანამშრომლობის პროგრამას ამ სფეროებში. ჩვენს ჩინელ კოლეგებთან ერთად ასევე ვეცდებით ხელშესახები შედეგების შექმნას. წელს ჩვენ გვექნება მეტი შესაძლებლობა, განვახორციელოთ ჩვენი ზოგიერთი პროექტი და პროგრამა.