წყარო: report.az
ჩინური კომპანიები დაინტერესებულნი არიან მონაწილეობა მიიღონ აზერბაიჯანის განთავისუფლებულ მიწებზე მუშაობაში, კერძოდ ამ ტერიტორიებზე სამრეწველო პარკებში საწარმოო ობიექტების შექმნაში. ამის შესახებ ჩინეთის ელჩმა აზერბაიჯანში გუო მინმა განაცხადა.
დიპლომატმა აღნიშნა, რომ ჩინური კომპანიები უკვე აქტიურად არიან ჩართული აზერბაიჯანის განთავისუფლებული მიწების სარეკონსტრუქციო სამუშაოებში. მაგალითად, ჩინური კომპანია Huawei ყარაბაღში «ჭკვიანი ქალაქებისა» და «ჭკვიანი სოფლების» შექმნის პროექტებში მონაწილეობს.
«დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების განვითარებასთან ერთად, უფრო და უფრო მეტი ჩინური კომპანია მიიღებს მონაწილეობას გათავისუფლებული მიწების მუშაობაში», — განაცხადა გუო მინმა.